20 ოქტომბერი 2020,   11:10
ვრცლად
ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემებია - დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მოძრაობიდან ”ტრიბუნა” დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მათი პარტიის ყველაზე მთავარი დაპირება ქვეყანაში ფინანსური წესრიგია.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ადამიანები საქართველოში ვალისგან უნდა გათავისუფლდნენ.

"მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში არის პრობლემები ეკონომიკასთან დაკავშირებული. ის დაპირება, რომელიც 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" გასცა, რომ ამ ქვეყანაში ფინანსური წესრიგი დაიწყებოდა სწორედ ამ დაპირებას ვაგრძელებთ ჩვენ. სწორედ ამ დაპირების გამო ვიყავი მე "ქართულ ოცნებაში". 

ვაპირებთ, ადამიანების ვალისგან გათავისუფლებას, ყველა ვალს აქვს თავისი წარმოშობის ისტორია, ვალი უნდა იყოს კანონიერი და ისეთი, რომელიც ეფუძნება ადამიანს. ჩვენთან არსებობს კონსტიტუციური ხარვეზი, რომელსაც მიკროსაფინანსოები ყოველდღიურად არღვევენ. იმიტომ, რომ რეალურად ფულის მექანიკა სულ სხვანაირად მუშაობს. ზოგიერთ ჭკვიანს ჰქონია, რომ ფული ის არის, რასაც ხელით ეხებიან და ვერ გაუგიათ ფული არის, როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი.

ნათლად არის გუგლშიც, როგორ ახდენენ ფულის ემისიას კომერციული, ბანკები ეს ეროვნულ ბანკსაც თავის საიტზე პირდაპირ უდევს. კრედიტები ამ ქვეყანაში იმაზე მეტია გაცემული, ვიდრე ფული არსებობს.

კონსტიტუციაში არ წერია, როგორ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც კანონს არღვევენ, როგორც კი გაჩნდება ის მუხლი, საკმაოდ ლეგიტიმური იქნება იმ კითხვების დასმა დანაშაულებრივად, რატომ ჩნდება ქვეყანაში ფული,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები