20 ოქტომბერი 2020,   10:26
ვრცლად
"ევროპული საქართველოდან" პარლამენტში ადგილს ის კანდიდატები დაიკავებენ, ვისაც თავის ოლქებში ყველზე მეტი მხარდაჭერა ექნებათ - ხათუნა გოგორიშვილი

"ევროპულმა საქართველომ" პარტიული სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე საათის წინ შეიტანა. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ეს სია არის შედგენილი იმის გათვალისწინებით, რომ "ევროპული საქართველოსთვის" მთავარი არის ქართველი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის აზრი:

"სია არის შედგენილი იმის გათვალისწინებით, რომ "ევროპული საქართველოსთვის" მთავარი არის ქართველი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის აზრი. სია არის პირობითი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ნომრად წერია. მას შემდეგ, რაც დადგინდება არჩევნების შედეგები, რაც გაირკვევა მანდატების რაოდენობა, "ევროპული საქართველოდან" პარლამენტში ადგილს დაიკავებენ ის კანდიდატები, ვისაც თავის ოლქებში ექნებათ ყველზე მეტი მხარდაჭერა," - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. მისი თქმით, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა პარტიის წევრებს აღებული აქვთ ოლქები და ამ ოლქებში პარტიული შედეგების მიხედვით გადაწყდება სიაში მათი ადგილიც.

ხათუნა გოგორიშვილმა "ევროპული საქართველოს" დაპირებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიის მიერ გაცემული დაპირებები სავსებით რეალურია განსახორციელებლად და დაფუძნებულია ექსპერტულ კვლევებზე.

ხათუნა გოგორიშვილმა წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და განაცხადა, რომ არანაირი გამართლება არ აქვს იმ ძალადობას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მარნეულში ჰქონდა ადგილი.

დღის ამბები