28 ოქტომბერი 2020,   10:03
ვრცლად
კახა კახიშვილი 53,9% - ხატია დეკანოიძე 21,0% - Survation-ის კვლევა ისნის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. 

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ისნის ოლქშიც ჩაატარა.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? 

კახა კახიშვილი "ქართული ოცნება" - 53,9%.

ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,0%.

გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებელი" -15,1%.

დავით ჭიჭინაძე "ტრიბუნა" - 5,5%.

ლანა გალდავა "ლელო" - 2,3%.

სხვა კანდიდატი -2,2%.

პარტიული რეიტინგები იმავე მაჟორიტარულ ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

"ქართული ოცნება" - 55,7%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,7%.

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,8%.

"ევროპული საქართველო" - 4,5%.

"ლეიბორისტული პარტია" -3,5%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 2,9%.

"გირჩი" - 1,9%.

"ლელო" - 1,6%.

"ერთიანი საქართველო" -0,4%.

სხვა პარტიას ანიჭებს უპირატესობას - 4,0%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში ?

68% თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას. 6% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას, 50/50ზე პასუხი აქვს -16%-ს, არ მიიღებს მონაწილეობას ამბობს - 8%, არ ვიცი/ უარი პასუხზე კი,- 2,%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

დღის ამბები