30 ნოემბერი 2020,   09:18
ვრცლად
ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია, ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა - მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯზე დაწყებულ გამოძიებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციაა და "ქართული ოცნება" ცდილობს მას ქართული მიწის გაყიდვა დააბრალოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

"ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები. ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ ამ ტერიტორიების გასხვისების რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან. შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის. შემდეგ ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო.

ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით,  ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს ძეგლში შესვლის საშუალება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები