20 ოქტომბერი 2020,   10:04
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ეხმაურება და მას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს:

"ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა.

ველით, რომ მხარს დავუჭერთ შრომის დამოუკიდებელ ინსპექციას ადამიანური და ფინანსური რესურსებით, ასევე მომზადებული და აღჭურვილი პერსონალით, რომელიც 2021 წლიდან შეასრულებს თავის გაფართოებულ მოვალეობებს, საქართველოს დასაქმებულთა და მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ,”- ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

დღის ამბები