25 ოქტომბერი 2020,   11:36
ვრცლად
დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანო მოქმედი შემადგენლობით დღეს ბოლო პლენარულ სხდომას მართავს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა სესიების ჩატარება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. მე-9 მოწვევის პარლამენტმა 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. მიიღო არაერთი კანონი.

"იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო 4 წელიწადი, გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმას, რომლითაც შეიქმნა ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული განვითარებისთვის. პირველად საქართველოს აქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება უმაღლეს, დემოკრატიულ სტანდარტებს. ამის გარდა გატარდა უამრავი რეფორმა, მთლიანობაში პარლამენტის საქმიანობა წარმატებულად უნდა შეფასდეს," - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები