25 ოქტომბერი 2020,   13:01
ვრცლად
კახეთში, სოფელ აკურასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი იყო

კახეთში, სოფელ აკურასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი იყო. მევენახეებმა ამ ფორმით ღვინის ქარხანასთან რიგები და ყურძნის ჩაბარების პრობლემა გააპროტესტეს.

პოლიცია გზის გახსნას შეეცადა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

"რთველი 2020"-ის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ პირს, რომელიც ცუდად გახდა, ყურძნის ჩაბარება გურჯაანში შეეძლო, რაზეც მან უარი თავად განაცხადა.

შექმნილ ვითარებაზე განმარტებას აკეთებს სოფლის რწმუნებულიც და მას გამიზნულ პროვოკაციად მიიჩნევს.

დღის ამბები