28 ოქტომბერი 2020,   09:51
ვრცლად
პარტიული გუნდი ნუმერაციის გარეშე - "ევროპულმა საქართველომ" პარტიული სია წარადგინა

2 დღე ცეესკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დასრულდება. დღეს კიდევ რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის სიის შემადგენლობა გახდა ცნობილი.

"ევროპულმა საქართველომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ შევიდეს პარლამენტში.

გარდა ამისა, "ევროპული საქართველო" მხარს დაუჭერს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" კანდიდატს გურამ ჩალაგაშვილს ხაშური-ქარელის ოლქში.

პარტიული სია და აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატები უკვე დაასახელა, ახლა კი ამომრჩეველს პროგრამის დეტალებს აცნობს "ლელო". ლარის გაჯანსაღებისთვის "ლელომ“ ამომრჩეველს ე.წ. დერეფნის განსაზღვრა შესთავაზა.

დღის ამბები