28 ოქტომბერი 2020,   10:28
ვრცლად
ფიზიკური ძალადობა, მუქარა, შანტაჟი, ამომრჩევლის მოსყიდვა - "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა, ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება - "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - ამ დარღვევის არგუმენტად "სამართლიან არჩევნებს" სოფელ სადახლოსა და ბოლნისში მომხდარი ინციდენტები მოჰყავს, რაშიც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

"სამართლიანი არჩევნები" ერთ-ერთ გამოწვევად პირადი ცხოვრებით ქალი პოლიტიკოსების შანტაჟის მცდელობებსაც ასახელებს. ანგარიშში 2 ასეთი ფაქტიც მოხვდა, როდესაც "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" გარდა ამომრჩევლის მოსყიდვას ოპოზიციაც შეეცადა. ანგარიშის მიხედვით, მოსყიდვად ითვლება წინასაარჩევნოდ იურიდიული დახმარების უფასოდ გაწევა, რასაც "ევროპული საქართველო" ახორციელებს. 

წინასაარჩევნო გარემოს კიდევ ერთ შეფასებას "სამართლიანი არჩევნები" არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გეგმავს. 

დღის ამბები