25 ოქტომბერი 2020,   12:15
ვრცლად
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები სავარაუდოდ დღეს საბოლოოდ დამტკიცდება

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, სავარაუდოდ, დღეს საბოლოოდ დამტკიცდება. დიმიტრი ცქიტიშვილისა და სხვა კანონმდებლების ინიციატივით შემუშავებული ცვლილებების კანონპროექტი სესიაზე უნდა გავიდეს.

სიახლე შრომის ინსპექციის უფლებრივი მდგომარეობის გაზრდას ითვალისწინებს, გარდა ამისა იზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაც. მის მისაღებად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

"ეს კანონპროექტი მოიცავს, როგორც დისკრიმინაციის მიმართულებით დამატებით გარანტიებს, აქ არის სტაჟირების მექანიზმები, სამუშაო დროის რეგულირება - ნორმირებული, ზეგანაკვეთური, ნახევარგანაკვეთები. ასევე ძალიან ძლიერი შრომის ინსპექციის სამართლებრივი მექანიზმებია ჩამოყალიბებული, რომელიც პაკეტში კანონით არის განსაზღვრული და ჩვენ შევქმნით ძალიან ძლიერ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელსაც ყოველწუთიერად ექნება შესაძლებლობა, დაიცვას დასაქმებულის უფლებები სამუშაო ადგილებზე," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები