25 ოქტომბერი 2020,   13:09
ვრცლად
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქვეყანაში ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების გაძლიერებით გამოწვეულ საფრთხეზე საუბრობს

ქვეყანაში ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების გაძლიერებით გამოწვეულ საფრთხეზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საუბრობს. როგორც DRI-ში ამბობენ, ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ ტიპის დაჯგუფებების წევრთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ ხელისუფლება  ულტრანაციონალისტური და ექსტრემისტული დაჯგუფებების გაძლიერებით გამოწვეულ საშიშროებას სათანადოდ ვერ აფასებს.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების აქტივობებს, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე საჯარო სფეროში. რადიკალური იდეოლოგიის მხარდაჭერა ყოველთვის გულისხმობს იმას, რომ შეიძლება პირი კანონის ჩარჩოებს გასცდეს. ამგვარი ჯგუფები არჩევნებში უკვე მონაწილეობენ. ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს ულტრანაციონალისტური და ექსტრემისტული დაჯგუფებების გაძლიერებით გამოწვეულ საშიშროებას და ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ ახალი წევრების რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის პრევენციას,"- აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი გიორგი წიქარიშვილი.

დღის ამბები