25 ოქტომბერი 2020,   12:36
ვრცლად
"დიპლომატიური რთველი" წინანდალში - ყურძნის კრეფაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

ე.წ. "დიპლომატიური რთველი" წინანდალში - ყურძნის კრეფაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებს სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმასპინძლეს. უცხოელმა დიპლომატებმა წინანდალში განთავსებული ღვინის კომპანია "შუმი", ასევე ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ღვინის მუზეუმი "ვაზიონი" მოინახულეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ რთველში ჩართულობის სურვილი ბევრმა საელჩომ გამოთქვა.

როგოც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რთველს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ყოველწლიურად მართავენ და ეს მათთვის არა მხოლოდ ტრადიციების გაცნობა, არამედ საქართველოს უკეთ წარმოჩენის და ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

დღის ამბები