25 ოქტომბერი 2020,   12:58
ვრცლად
"ერთიანი საქართველო - დემოკრატული მოძრაობის" ლიდერი ვაკის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა

"ერთიანი საქართველო - დემოკრატული მოძრაობის" ლიდერი ვაკის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომელიც მოქალაქეების უმეტესობას აწუხებს და მოსახლეობას არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა. პარტიის ლიდერმა ვაკის ამომრჩევლებს პარტიის სამომავლო გეგმაც გააცნო.

"ამ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით უმნიშვნელოვანესი აუცილებლობა ქვეყანაში ცვლილებების. არ აქვს ამას მნიშვნელობა დედაქალაქის ცენტრში და მრგვალი ბაღის ცენტრში თუ მართლა საჩხერეში და ჭიათურაში, ან თუნდაც ლენტეხში შეხვდები ადამიანს, ყველგან ხედავ ერთნაირ წუხილსა და ტკივილს, შიშს იმისა, რომ არავინ არ იცის ხვალ რა იქნება და ექნებათ თუ არა ელემენტარულად სტაბილური მომავალი. ეს ნამდვილად უნდა შეიცვალოს," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები