31 ოქტომბერი 2020,   06:30
ვრცლად
ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, რიყის პარკში ამომრჩეველს ნიკა მელიამ წარუდგინა

კეთილდღეობა და უსაფრთხოება - ეს ის პრიორიტეტებია, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძვის.

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რიყის პარკში ამომრჩეველს ნიკა მელიამ წარუდგინა. ხატია დეკანოიძემ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.

"ჩემი მთავრი პრიორიტეტი არის კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ამისთვის ბრძოლა და თითოეული ადამიანის ხმის გაჟღერება. საჯარო პოლიტიკა ზოგადად ფარისევლური განცხადებებით არის ხოლმე გაჟღენთილი, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში აეწყოს დიდი ხიდი ადამიანებსა და პოლიტიკოსებს შორის," - აცხადებს პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე. 

ნიკა მელიას განცხადებით, 31 ოქტომბერს, ქვეყენაში სამართლიანობის განცდა დაისადგურებს. 

"ვფიქრობ რომ ხატიასნაირი დეპუტატი ჰაერივით სჭირდება საქართველოს პარლამენტს და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ისნის რაიონის მოსახლეობა სწორედ საუკეთესოს აირჩევს მისი სახით. იმედი მაქვს, რომ 31 ოქტომბერს დაისადგურებს სამართლიანობის განცდა და ოლიგარქი, რომელიც ცდილობს, რომ სამუდამოდ დაეპატრონოს მართვის სადავეებს, ჩამოცილებული იქნება არჩევნების შედეგად,"- აღნიშნავს პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ნიკა მელია. 

დღის ამბები