22 ოქტომბერი 2020,   10:21
ვრცლად
ხანძარი კოტე აფხაზის ქუჩაზე - ცეცხლი კაფე "ბლუმში" გაჩნდა

ხანძარი იყო წუხელ კოტე აფხაზის ქუჩაზე, ცეცხლი კაფე "ბლუმში" გაჩნდა და დაახლოებით 200 კვადრატამდე შენობის ფართი დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო ბრიგადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია განახორციელეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია და საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

"ადგილზე ოპერატიულად მობილიზდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეების დროული მუშაობის შედეგად, ხანძრის ლოკალიზება სწრაფად განხორციელდა. დამწვარია შენობის 200 კვადრატამდე ტერიტორია. დაშავებული არავინ არის, თვითონ კაფის თანამშრომლები ამ დროისთვის გარეთ იყვნენ გამოსულები,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე.

დღის ამბები