22 ოქტომბერი 2020,   11:21
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით 15-მდე მაღაზიაზე გავრცელდა

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე დაახლოებით ღამის 3 საათისთვის გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ხის საწყობში გაჩნდა, მოგვიანებით კი 15-მდე მაღაზიაზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, დამწვარია დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

ხის საწყობის მეპატრონე ამბობს, რომ დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის ტერიტორიაზე მთლიანად ითიშება ელექტროენერგია, მოწესრიგებული იყო ელექტროსადენებიც, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ხანძარი. 

"რისგან არის გაჩენილი ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ 7-ის ნახევარზე ბაზრობის ტერიტორიაზე დენი საერთოდ ითიშება, კაბელები არის აბსოლუტურად ახალი შეცვლილი სტანდარტების მიხედვით, ასე რომ არანაირი მოკლე ჩართვის ვარაუდიც არ არის," - აცხადებს ხის საამქროს მეპატრონე თეა ანდრიაძე.

მაღაზიები დაზღვეული იყო. მომხდარის მიზეზების დასადგენად ადგილზე დილიდან მუშაობას იწყებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

"დამწვარია დაახლოებით 1000 კვ. მეტრი, ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ხის მასალები და პლასტმასის მასალები იყო ძირითადად და მოახერხეს და ლიკვიდაცია გააკეთეს. მეპატრონის თქმით, ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ საუბარი ნაადრევია. კრიმინალური დადებს დასკვნას რა იყო ხანძრის მიზეზი," - განაცხადა თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.

დღის ამბები