20 ოქტომბერი 2020,   11:12
ვრცლად
ბელარუსში ჰაკერების ჯგუფმა სამთავრობო ტელეკომპანიების საეთერო ბადე დაჰაკეს და ეთერში აქტივისტებზე ძალადობის კადრები გაუშვეს

ბელარუსში ჰაკერების ჯგუფმა "კიბერ-პარტიზანებმა" სამთავრობო ტელეკომპანიების საეთერო ბადე დაჰაკეს და ეთერში აქტივისტებზე ძალადობის კადრები გაუშვეს.

26 სექტემბერს "ბელტელრადიოკომპანიის" ეთერში ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრის, დმიტრი პინევიჩის ინტერვიუ გადიოდა, რომელიც ჰაკერებმა გაწყვიტეს, სანაცვლოდ კი იმ აქტივისტების ცემისა და დაკავების კადრები გაუშვეს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ.

შეწყვეტილი ინტერვიუს შემდეგ, გამოჩნდა ჰაკერების წარწერაც – "თუ "ბელტელრადიოკომპანიას" არ უნდა ადამიანებს სიმართლე აჩვენოს, ამას ჩვენ გავაკეთებთ".

ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია ქვეყანას მართავს.

დღის ამბები