28 ოქტომბერი 2020,   10:52
ვრცლად
უკრაინა სამძიმრის წერილებს იღებს - ავიაკატასტროფას 26 ადამიანი ემსხვერპლა, ერთადერთი გადარჩენილის მდგომარეობა ისევ მძიმეა

სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინაში გლოვაა გამოცხადებული. მსხვერპლის უმეტესობა ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტია.

ხარკოვის ოლქში ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან კატასტროფის მიზეზების შესწავლა სპეციალურ ჯგუფს დაავალა. პრეზიდენტი კლინიკაშიც მივიდა, სადაც თვითმფრინავის ჩამოვარდნისას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი მკურნალობს. 20 წლის სამხედრო კურსანტის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.

ოფიციალურად დაღუპულთა იდენტიფიცირება სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით არ მომხდარა. თუმცა, დაღუპულთა ახლობლები უკვე აქტიურად წერენ მათ შესახებ სოციალურ ქსელებში. გარდაცვლილთა შორის არის 2014 წელს დონეცკის ოლქში სეპარატისტების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტის შვილიც.

უკრაინა სამძიმრის წერილებს იღებს. შემთხვევის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა.

დღის ამბები