28 ოქტომბერი 2020,   10:51
ვრცლად
ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ - მიტროპოლიტი იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტის მორიგი მუქარა ამბიონიდან. "ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ," - ამ სიტყვებით მიმართა მეუფე იაკობმა მრევლს ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარში ქეთევან დედოფლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნუ ცდილობენ ვითარების დაძაბვას და ხალხის გაყოფას.

"მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში ურთიერთობებს და ხალხს ნუ ყოფენ. არ შეიძლება ჩვენ რომ გავიყოთ. ერთობა თუ არ გვქონდა, ვერავინ ვერ უშველის. ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო, გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? მაგის გამო დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ.
ეროვნული იდეოლოგია რომ არა აქვს ერს, დღევანდლამდე, 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნიან, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში, არ ვიმარჯვებთ. ამიტომ, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდით რაღაცაზე, ვინც ძლიერები ვართ იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა. ქეთევან დედოფალი იმისთვის ეწამა რომ დღეს ასე ვიქცეოდეთ," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები