25 ოქტომბერი 2020,   12:37
ვრცლად
6 ოლქის ამომრჩევლის წინასაარჩევნო განწყობები - ბრიტანული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Survation-ის ახალი კვლევა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. 

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი, 6 მაჟორიტარულ ოლქში. ესენია ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთი და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

შეგახსენებთ, Survation ​ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული ორგანიზაცია ბრიტანეთის ბაზარზე. მას აქვს პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამოდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში.

დღის ამბები