25 ოქტომბერი 2020,   13:14
ვრცლად
"ქართული ოცნების" კანდიდატი 56,2%, "ნაციონალური მოძრაობის"-30,2% - Survation-ის კვლევა რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - რუსთავის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 56,2% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს მისცემდა.

ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) -56,2%

დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -30,2%

ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%

პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%

გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%

გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%

გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%

დღეს რომ საპარლამეტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რუსთავში ხმები ასეა გადანაწილებული:

ქართული ოცნება- 49,5%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -22,1%

გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 9,3%

ლეიბორისტული პარტია -5,2%

ევროპული საქართველო 4,9%

პატრიოტთა ალიანსი -4,6%

ერთიანი საქართველო - 1,4%

ლელო -1,1%

გირჩი -0,4%

თავისუფალი დემოკრატები -0,0%

სხვა -1,5%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, რუსთავის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 72% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს. 
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 14%
50-50 ზე- 11%
არ მივიღებ მონაწილეობას - აცხადებს 3%
არ ვიცი/უარი პასუხზე -0%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

დღის ამბები