28 ოქტომბერი 2020,   09:25
ვრცლად
ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია შესული - დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებას "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს

ერთი დოლარი 3 ლარი და 33 თეთრი გახდა. ბოლო 24 საათში ეს ლარის 5 თეთრიანი გაუფასურების მაჩვენებელია.

სავალუტო რყევებზე შეფასება ოპოზიციაში გააკეთეს. ისინი თვლიან, რომ მთავრობამ ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან. 

"მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 5 მილიარდი საარჩევნო მანიპულირებისთვის გამოეყენებინა, ხალხის დახმარების ნაცვლად. მთავრობამ, რომელსაც ჰქონდა დიდი დრო და უზარმაზარი რესურსები უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან. ლარიც და ვირუსიც გაექცა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი, ლარის გაუფასურებას "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. 

"ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ლარი მუდმივად უფასურდება. ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა, უზარმაზარი საგარეო ვალი და ემატება ის საბიუჯეტო ვალდებულებები, რომელსაც იღებს ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად. ამიტომ, ქვეყანა ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია შესული და ერთადერთი გამოსავალი არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები