29 ოქტომბერი 2020,   21:29
ვრცლად
სრული კრახი, კატასტროფა და დიდი სირცხვილი - კახა გოგიჩაიშვლის თქმით, "დინამომ" ძალიან ცუდი ფურცელი ჩაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში

"დინამოს" ვეტერანმა ფეხბურთელმა კახა გოგიჩაიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გუშინდელი მატჩი, სადაც "დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ "კლაკსვიკთან" 6-1-ით წააგო - სირცხვილია და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. 

"ძალიან მტკივნეულია ის, რაც გუშინ მოხდა, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ დიდი ანგარიშით წავაგეთ. "დონამომ" ძალიან ცუდი ფურცელი ჩაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ყველა კრიტიკულად ვართ განწყობილი ამ საკითხის მიმართ და მე ვერანაირ ახსნას და გამართლებას ვერ მოვუძებნი იმას, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს იყო სრული კრახი, კატასტროფა და დიდი სირცხვილი. მე ველოდებოდი, რომ "დინამოს" მძიმე თამაში ექნებოდა, რადგან "დინამომ" მოიმკო ის, რასაც ამდენი წელია თესავს და ხელმძღვანელობის მხრიდან იმ მიდგომით რომელიც აქვთ,"- აცხადებს  რევაზ ძოძუაშვილი.

კახა გოგიჩაიშილი ასევე, კლუბის პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ "დინამო" არ ვითარდება და ამის მიზეზი მისი ხელმძღვანელობაა. 

"უკვე 10 წელია გუნდში მოსულია პრეზიდენტი თავისი მრჩევლებით, მაგრამ გუნდის მიმართულება და წინსვლა, ფაქტია, რომ არ ხდება. წლები გადის და არაფერი იცვლება, ყველა ქვეყნის გუნდი ვითარდება და წინ მიდის, "დინამო თბილისი" კი დარჩა იმ დონზე, რომელზეც იყო და პირიქით, უფრო დაბალ დონეზეც კი დაეშვა. ეს ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ თავი და თავი კლუბის პრეზიდენტი და ზოგადად ხელმძღვანელობაა,"- აღნიშნავს 

აღსანიშნავია, რომ "დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ "კლაკსვიკთან" 6-1-ით წააგო. მატჩს გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა. 

 

დღის ამბები