29 ოქტომბერი 2020,   21:53
ვრცლად
თინათინ ბერძენიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 8 წევრმა დაუჭირა მხარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილია. გადაწყვეტილება ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. მასთან ერთად კანდიდატები იყვნენ ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე. გადაწყვეტილება ბორდის წევრებმა ღია კენჭისყრის პროცესით მიიღეს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის განცხადებით, თინათინ ბერძენიშვილმა 8 ხმა მიიღო.

"სამი კანდიდატიდან გახლდათ ქალბატონი ირმა სოხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე. ირმა სოხაძემ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა 8 ხმა მიიღო, ხოლო ხათუნა ლაგაზიძემ 1. შესაბამისად ხმათა უმრავლესობით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური გახდა გენერალური დირექტორი გახდა თინათინ ბერძენიშვილი," - აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.

სამეურვეო საბჭოს წევრის ზაზა აბაშიძის თქმით, ბერძენიშვილისთვის ხმის მიცემის მიზეზი იყო რიგი ფაქტორები, მათ შორის დირექტორობის პოსტამდე განვლილი ბიოგრაფია.

სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრის ბონდო მძინარაშვილის შეფასებით, ბერძენიშვილის გამოცდილება და კვალიფიკაცია ძალიან სერიოზული წინსვლის შესაძლებლობას აჩენს.

სამეურვეო საბჭოს წევრის გია მურღულიას განმარტებით კი, ბერძენიშვილმა იცის, თუ როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს. ბერძენიშვილის ავტორიტეტი დაეხმარება საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ საკუთარი ადგილი დაიკავოს.

დღის ამბები