29 ოქტომბერი 2020,   21:00
ვრცლად
არჩევნებთან დაკავშირებული რისკები სხვადასხვა მექანიზმით იქნება დაზღვეული - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კიბერუსაფრთხოებაზე

კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, სავარაუდოდ, 2021 წელს იქნება მზად და იგი უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტორებს განსაზღვრავს. 

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არჩევნებს, არსებითი სტრატეგიის გარეშე ხვდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო საფრთხეებს ვერ გაუმკლავდება, რადგან მისი თქმით, გადამზღვევი ბერკეტები არსებობს. 

"პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან შიდა უწყებრივ დონეზე ისე აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ რისკები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან სხვადასხვა მექანიზმით იყოს გადაზღვეული. მაგალითად, რამდენიმე პროექტი, რომელიც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და რომელიც არჩევნების უსაფრთხოებას ეძღვნება, დღის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს და ეს კონკრეტული სავარჯიშოები არჩევნებამდე დასრულდება და ეს შედეგს გამოიღებს,"- აღნიშნავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე.

დღის ამბები