29 ოქტომბერი 2020,   22:03
ვრცლად
თავდასხმა საფრანგეთში - Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციასთან უცნობმა მამაკაცმა 4 ადამიანი დანით დაჭრა 

საფრანგეთში Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციასთან უცნობი მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. დაშავებულია 4 , მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს

პოლიციამ ეჭვმიტანილი ბასტილიის რაიონში დააკავა. ის ტანსაცმელზე სისხლის ლაქებით ამოიცნეს.

სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი. 

შეგახსენებთ, 5 წლის წინ 2 ტერორისტი შარლი ებდოს ოფისში შეიჭრა, რომელიც რიშარ ლენუარის ბულვარზე მდებარეობდა და წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამო ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად Charlie Hebdo-ს 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა

დღის ამბები