29 ოქტომბერი 2020,   21:38
ვრცლად
რუსეთის ფედერაცია ამ რთულ პერიოდშიც კი, განაგრძობს აგრესიულ, ოპორტუნისტულ ქცევას, რათა პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს - დავით ზალკალიანი

კიბერუსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ რთულ პერიოდშიც კი, განაგრძობს აგრესიულ, ოპორტუნისტულ ქცევას, რათა პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ.

"სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ რთულ პერიოდშიც კი, განაგრძობს აგრესიულ, ოპორტუნისტულ ქცევას, რათა პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ გააძლიეროს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ომი, რაც მის ხელთ არსებული ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედების წარმოების ინსტრუმენტის ნაწილია.

არ არის გასაკვირი, რომ დღესდღეობით, რუსეთის სამიზნე, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ინსტრუმენტი - რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრია,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

კიბერუსაფრთხოების ფორუმზე, რომელსაც  თბილისი მასპინძლობს, განიხილავენ საკითხს, თუ რა ბერკეტი აქვს საქართველოს არჩევნების წინ იმისათვის, რომ კიბევრსივრცეში ქვეყნის ინტერესები დაიცვას.

დღის ამბები