29 ოქტომბერი 2020,   21:32
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო მატულობს პოლიტიკური ტემპერატურა ოპოზიციურ სპექტრშიც - "ნაციონალურ მოძრაობასა" და "გირჩის" ლიდერს შორის დაპირისპირების შემდეგ, დღეს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. საქმე უკავშირდება "გირჩის" ლიდერის განცხადებებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეურაცხმყოფელია.

როგორც ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილზე და პარტიის სხვა ლიდერებზე თავდასხმა მათ მხარდამჭერებსაც ეხება, რაც წითელი ხაზია და ამის მოთმენას არ აპირებენ.

"ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, ჩვენი პარტიის სხვა ლიდერებზე და გვინდა ვთქვათ, რომ არსებობს წითელი ხაზი, ეს წითელი ხაზი არის რა თქმა უნდა ჩვენი პარტიის ასობით ათასი მხარდამჭერი. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მოვითმენთ და ვერ დავხუჭავთ ამაზე თვალს. თუ ბატონი ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ ეს პრინციპში იყო შეცდომა, ვფიქრობთ, რომ უპრიანი იქნება მან თავად მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს, მიმართოს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს და განმარტოს თავისი პოზიცია, თუ გნებავთ ბოდიში მოიხადოს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები