29 ოქტომბერი 2020,   20:29
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი გახარიასთან საუბარი პოზიტიურად შეაფასა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა რობერტ ობრაიენმა გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარი პოზიტიურად შეაფასა და ტვიტერზე დაწერა, რომ გრძელდება მჭიდრო პარტნიორობის გაფართოება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერთან საუბრის ძირითადი თემა ავღანეთი, რუსეთი, ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა იყო. 

დღის ამბები