28 ოქტომბერი 2020,   10:14
ვრცლად
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და ეცნობა ინფორმაციას, რომელსაც NGO-ები და ოპოზიცია ავრცელებს - კარლ ჰარცელი ​

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსების მხრიდან ისმის.

კარლ ჰარცელი დადებითად აფასებს ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებმა "ქცევის კოდექსს" ხელი მოაწერეს.

"ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვეცნობით იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მხრიდან ისმის. ასევე ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ. ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ სფეროში. ძალიან კარგი იყო, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა და ასევე პარტიებმა ხელი მოაწერეს "ეთიკის კოდექსს". ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება ეს არჩევნები,"- აღნიშნა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები