29 ოქტომბერი 2020,   22:01
ვრცლად
ემანუელ მაკრონის ინიციატივაა, COVID-19-ის შეკავების მიმართულებით განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყოს

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში "ღია მმართველობის პარტნიორობის" ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ. სამიტში სხვადასხვა ქვეყნის ის პირველი პირები მონაწილეობენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.

მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ დემოკრატიულ მმართველობას სჭირდება ახალი დიზაინი და, ამ შემთხვევაში, ციფრული მმართველობაც იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტური ხაზი ამ მიმართულებით.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, ის ფულადი სახსრები, რომელიც იხარჯება თითოეულ სახელმწიფოში სხვადასხვა პროექტებისთვის, რომელიც COVOID-19-თან ბრძოლას უკავშირდება, იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, აკონტროლოს ეს თანხები. 

"ჩვენ მსოფლიოში არაერთი კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. იყო რეგიონული კრიზისი და იყო COVOID-19. მინდა ვთქვა, რომ ეს კრიზისი ჩვენი საზოგადოებისთვის სტრესის ტესტი აღმოჩნდა, ის არ დამთავრებულა. ასე რომ, ადრეა ვიზეიმოთ გამარჯვება. ჩვენ ახლა დემოკრატიის ახალი, უკეთესი ვერსია უნდა შევქმნათ, რომელიც იქნება მეტად ღია და ინკლუზიური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეები მის ცენტრში იქნებიან. პანდემიამ შეგვახსენა მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ნდობის მნიშვნელობა, იმისთვის, რომ საზოგადოებას მივცეთ სივრცე და გავუწიოთ დახმარება,"-განაცხადა ემანუელ მაკრონიმ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა თავისუფლებაზე, როგორც უმაღლეს ღირებულებაზე და აღნიშნა, რომ ყველა შემზღუდავი ღონისძიება, რომელიც COVOID-19-ის შეკავების ფარგლებში ხორციელდება, დასაბუთებული უნდა იყოს. 

COVOID-19-თან გამკლავების პროცესში მთავარი პირობა არის ნდობა, რაც თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ურთიერთგაგებასთან. იმის გასააზრებლად, თუ რატომაა მნიშვნელოვანი კონკრეტული მიდგომები კონკრეტულ მოცემულობებში, ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება ფაქტებსა და კვლევებს, მიზანი კი დეზინფორმაციაზე, შეთქმულების თეორიებსა და ფატალურ დასკვნებზე პასუხია. ახლა ყველა ელის ჩვენგან, რომ ვიხელმძღვანელებთ ფუნდამენტური ღირებულებებით და ადამიანის უფლებების მთავარი პრინციპებით, თავისუფლება კი არის მთავარი ღირებულება, ამიტომაც დროებით შეზღუდვებს მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს,"-განაცხადაანგელა მერკელმა. 

კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის დროს მოქალაქეების ნდობის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია. 

COVOID-19-მა ყველა ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ამიტომ ჩვენი მოქალაქეების ნდობის შენარჩუნება არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი და რთული. უმოკლეს ვადებში ჩვენ გვიწევდა მიგვეღო სწრაფი გადაწყვეტილებები, რომ გადაგვერჩინა ადამიანების სიცოცხლე. ჩვენ მოგვიწია ხელი შეგვეწყო ჩვენი ჯანდაცვის სისტემებისთვის და ინვესტიცია ჩაგვედო სოციალურ უსაფრთხოებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მოგვიწია ვყოფილიყავით ხალხთან ისე, როგორცვ არასდროს. პანდემიამ ყველასთვის გამოწვევა იყო, თუმცა შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით უფრო სწრაფი და ღია, ასევე, მეტად ვყოფილიყავით ფოკუსირებული ხალხზე, რომელმაც აგვირჩია,"-განაცხადა ჯასტინ ტრუდომ

დღის ამბები