22 ოქტომბერი 2020,   11:00
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა

დღეს, საქართველოში COVID-19-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მათგანი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. მეორე გარდაცვლილი კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში. 

ასაკოვან ქალს, რომელიც ქუთაისში გარდაიცვალა, რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 

ბათუმში გარდაცვლილ პაციენტს კი მძიმე ხარისხის ინსულტი ჰქონდა, ის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ჩაუტარდა PCR კვლევა, რის შედეგადაც COVID-19 დაუდასტურდა.

გარდაცვლილი პაციენტების შესახებ, ოფიციალური სტატისტიკა ამ დრომდე არ შეცლილა.

 

დღის ამბები