22 ოქტომბერი 2020,   11:10
ვრცლად
თელავში ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თელავში, ავარიის დროს ქვეითად მოსიარულე დაშავდა. შემთხვევა თბილისის ქუჩაზე იმ დრო მოხდა, როდესაც შუახნის ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა.

ქალს სწრაფად მიმავალი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მიღებული ტრავმებით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს ამ ეტაპზე პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

დღის ამბები