22 ოქტომბერი 2020,   11:00
ვრცლად
"სამშვიდობო პოლიტიკა გლობალური პანდემიის ფონზე" - მაღალი დონის ვებინარი მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა

"სამშვიდობო პოლიტიკა გლობალური პანდემიის ფონზე" - ამ სახელწოდების მაღალი დონის ვებინარი მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მოეწყო.

ღონისძიება თეა ახვლედიანმა გახსნა. მონაწილეებს მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. შეხვედრაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

"ჩვენ გვქონდა კარგად ორგანიზებული ვებინარი, რომელიც საქართველოს კონფლიქტს შეეხებოდა. დეტალურად განვიხილეთ ამ მოვლენის ყველა ასპექტი, ამჟამად არსებული ვითარება და პროგრესი, რომლის მიღწევაც არაფორმალური კონტაქტების ფარგლებში მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრისთვის აუცილებელია ხალხების დაახლოება, ისეთი ნარატივის და გზავნილის შექმნა, რომელიც მათ მშვიდობის აუცილებლობაში დაარწმუნებს,"- განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

განხილვის თემები - საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება იყო, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა. ყურადღება საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გამახვილდა.

აღნიშნულ თემებზე მსჯელობასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ინიცირებული "მშვიდობის ფონდის" სრულფასოვანი ფუნქციონირების დაწყებაზეც ისაუბრა.

დღის ამბები