22 ოქტომბერი 2020,   10:48
ვრცლად
ევროკავშირი ბელარუსს შეზღუდვებს ისევ ვერ უწესებს, სანქციებს კვიპროსი ეწინააღმდეგება

ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ვერ თანხმდება.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ბელარუსისთვის შეზღუდვების დაწესებას კვიპროსი ეწინააღმდეგება და სანქციების შემოღებას იქამდე არ დათანხმდება, ვიდრე ევროკავშირი თურქეთს სანქციებს არ დაუწესებს.

ევროკავშირის ლიდერები მინსკისთვის შეზღუდვების დაწესებას 24 სექტემბერს ისევ შეეცდებიან, ამისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

დღის ამბები