31 ოქტომბერი 2020,   06:45
ვრცლად
გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე გამართულ ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით წარსდგა

გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავი პანდემიის გამო ვირტუალურად აღინიშნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

ანტონიუ გუტიერეშის თქმით, პანდემიამ მსოფლიოს სისუსტეები გამოააშკარავა. ქვეყნის პირველი პირები გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზში წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-მიმართვებით წარდგნენ. მთავარი თემა პანდემია, სიღარიბის მასშტაბების ზრდა და სხვადასხვა რეგიონალური კონფლიქტის მოგვარება იყო.

გაეროს ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვიდა.

დღის ამბები