31 ოქტომბერი 2020,   06:23
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომა დღეს გაიმართება, სადაც დირექტორობის კანდიდატებზე იმსჯელებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლობა ახალი დირექტორის მოლოდინშია. ბორდის სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რვავე კანდიდატის მონაცემებზე იმსჯელებენ.

დღესვე გახდება ცნობილი რამდენი კანდიდატი გადავა მეორე ტურში. კანდიდატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შერჩევის პრინციპი გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული.

დირექტორად არჩევას სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 6 წევრის ხმა სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ.

დღის ამბები