29 ოქტომბერი 2020,   22:02
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე სამგორის რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სამგორის რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა.

მთავარ პრობლემად მოსახლეობამ უმუშევრობა, არასაკმარისი პენსია, წამლებსა და პროდუქტებზე გაზრდილი ფასები დაასახელა.

ისინი დაინტერესდნენ, თუ რა გამოსავალს ხედავს შექმნილი ვითარებიდან "ერთიანი საქართველოს" და როგორ იქნება მათი ხმები დაცული.

ნინო ბურჯანაძემ შეკრებილებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მოხარული ვარ, რომ ვხედავ აბსოლუტურად ადეკვატურ განწყობას ამომრჩევლის მხრიდან, ძალიან სერიოზულ მზაობას, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ. ეს ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ როგორი საფრთხე არის ერთპიროვნულ მმართველობაში. ეს არიან ადამიანები, რომელთაც ესმით ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სახით მათ აქვთ არჩევანი აირჩიონ ძალა, აირჩიონ გამოცდილება და საქმის მკეთებელი ადამიანები," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები