20 ოქტომბერი 2020,   10:39
ვრცლად
"ლელომ" ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
პარტიის წევრებმა ამჯერად თელავში ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინეს.

ქალთა საბჭოს წევრები თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არიან და ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ.

ღონისძიებას "ლელო საქართველოსთვის" თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტაალხაძე და პოლიტსაბჭოს წევრი მედეა მეტრეველი ესწრებოდნენ.

დღის ამბები