20 ოქტომბერი 2020,   10:42
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე მუხიანის დასახლებაში ამომრჩევლებს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე მუხიანის დასახლებაში ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობამ "ერთიანი საქართველოს" ლიდერს საკუთარი პრობლემები გააცნო. 

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, დასაქმება, საზღვარგარეთ სამსახურის საძიებლად წასული მოქალაქეები - ეს იყო მთავარი თემები, რაზეც ამომრჩევლებმა ისაუბრეს.

ნინო ბურჯანაძემ მოქალაქეებს განუმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია მათ აქტივობა არჩევნებზე.

დღის ამბები