29 ოქტომბერი 2020,   20:32
ვრცლად
პარტია "ლელოში" სწავლის გადადებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა, სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის გადაწყვეტილება სწავლის გადადებასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს და ასევე, ეპიდსიტუაციის მენეჯმენტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

პარტიაში აღნიშნეს, რომ მთავრობა მოსახლეობას ვერ სთავაზობს COVID-19-ის გარშემო შექმნილი ყოფითი პრობლემების მოგვარების თანმიმდევრულ გეგმას.

"კითხვა - დაიწყება თუ არა სწავლა პირველ ოქტომბერს, კვლავ ლეგიტიმურია. რეალობაში ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და მთლიანად მთავრობა, ვერ უზრუნველყოფს თანმიმდევრულ პოლიტიკას და იმ რეკომენდაციების აღსრულებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სწავლის პროცესი დაწყებულიყო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე. 

პარტია "ლელოს" წევრები ასევე ამბობენ, რომ ონლაინ სწავლება სრულყოფილი სწავლება არ არის და იმისათვის, რომ სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგეს, ყველა მასწავლებელს ტესტი უნდა ჩაუტარდეს. 

დღის ამბები