29 ოქტომბერი 2020,   21:50
ვრცლად
"საქართველო ვირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანაა" - ევროპული გამოცემა ტურისტებს თბილისსა და ბათუმში დასვენებას ურჩევს

საქართველო მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანაა სადაც, ეპიდემიის ძალიან დაბალი დონის შესანაჩუნებლად სწრაფი ნაბიჯები გადაიდგა - ვრცელ სტატიას გამოცემა "ევროპის საუკეთესო მიმართულებები" ავრცელებს.

პორტალი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის პირველ ქვეყნად საქართველოს ასახელებს და ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ მოგზაურობის მსურველებს საქართველოში, თბილისსა და ბათუმში დასვენებას ურჩევს.

"ეწვიეთ "შავი ზღვის მარგალიტს“ ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში! დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინის სახეობები, ისიამოვნეთ გამაჯანსაღებელი ცენტრების მომსახურებით და ეწვიეთ კულტურის ძეგლებს ""- წერია სტატიაში.

დღის ამბები