28 ოქტომბერი 2020,   10:34
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის ზრდის გამო ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება

ბოლო დღეებია, კორონავირუსის გავრცელების კუთხით მზარდი მონაცემები ფიქსირდება ევროპის სახელმწიფოებში, რის გამოც მთავრობები შეზღუდვებს ამკაცრებენ. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ფაქტი დადასტურდა საფრანგეთში, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. საფრანგეთში უკვე დაიხურა 80-ზე მეტი სკოლა.

გასულ დღე-ღამეში, 23 აპრილის შემდეგ, ვირუსის რეკორდული მატება დაფიქსირდა გერმანიაში.

ახალი შეზღუდვების დაწესება დაანონსდა მადრიდში.

ისრაელში დღეიდან სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

მზარდია ინფიცირების შემთხვევები შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში. აშშ-ში ერთ დღეში ინფექცია 20 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ბრაზილიაში კი ეს მონაცემი 36 ათასს გასცდა.

დღის ამბები