01 ოქტომბერი 2020,   02:28
ვრცლად
მერაბ ბესელიასა და რამაზ ხარაზიშვილს კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ - რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენელი

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენლის ნიაზ მამრიკიშვილის განცხადებით, დღეს მომხდარი ინციდენტი, უშუალოდ რაგბის კავშირის ეზოში არ მომხდარა. 

"ინციდენტი რაგბის კავშირის გარეთ მოხდა. თავიდან ყველაფერი ხმაურით დაიწყო, როდესაც გამოვედით უკვე ვნახეთ რამაზს ფეხიდან სისხლი მოდიოდა. ბუნებრივია, აქცენტი მისკენ გადავიტანეთ და შევეცადეთ სხვა დანარჩენების დაწყნარებას, შემდეგ კი სასწრაფოც მოვიდა. შესაბამისად, ინციდენტი უკვე მომხდარი იყო და უშუალოდ ფაქტს არ შევსწრებივარ. მე მხოლოდ გასროლის ხმა გავიგე, რომელიც თავიდან მშენებარე კორპუსიდან ბლოკის ჩამოვარდნის ხმას ჰგავდა,"- აცხადებს ნიაზ მამრიკიშვილი.

ნიაზ მამრიკიშვილის განცხადებით, კონფლიქტი რაგბის სამყაროში დაახლოებით 8 თვეა მიმდინარეობს, მაგრამ მერაბ ბესელიასა და რამაზ ხარაზიშვილის კონფლიქტის შესახებ აქამდე არასოდეს არაფერი სმენია, მათ ერთმანეთთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ.

დღის ამბები