01 ოქტომბერი 2020,   01:18
ვრცლად
აქცია რუსეთის საელჩოსთან - შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის უხეშად ჩარევა გააპროტესტა

აქცია რუსეთის საელჩოსთან - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის უხეშად ჩარევა გააპროტესტა, რის შემდეგაც კონგრესსა და სენატში მოთხოვნა გააგზავნა, რათა რუსეთს დაედოს სანქციები და შეწყვიტონ ძალაუფლებით მანიპულირება.

"დღეს იძულებული გავხდით, გაგვეგზავნა მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში, რათა საქართველოში არჩევნების პროცესში უხეში ჩარევისთვის რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სანქციები,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები