20 სექტემბერი 2020,   08:11
ვრცლად
თბილისში სულ 14 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა ინფიცირების წყარო მესტიას უკავშირდება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ცხელების ცენტრებს თბილისში 1000-მდე ადამიანმა მიმართა, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე მესტიაში იმყოფებოდნენ. 

პაატა იმნაძის თქმით, თბილისში სულ 14 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა ინფიცირების წყარო მესტიას უკავშირდება. 

"ბოლო დღეებში, თბილისში 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო ორი კვირის მანძილზე და აქედან 9 გუშინ გამოვლინდა, მანამდე იყო შემთხვევა გამოვლენილი ვინც მესტიაში იყო. სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას, დანარჩენი 4 ეს არის კონტაქტები, აქედან ერთი არის კონტაქტი ოჯახის წევრთან გარდაბანში, ადრე დადასტურებულია და კიდევ სამი არის თბილისში, ადრე დადასტურებული თბილისის შემთხვევის ოჯახის წევრები, ერთი არის მძღოლი, რომელიც სადახლოზე გამოვლინდა საზღვრის კვეთისას," - აცხადებს პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები