25 სექტემბერი 2020,   17:40
ვრცლად
ყველას ვინც ბელარუსში ძალის გამოყენების თაობაზე ბრძანება გასცა ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ სანქციებს დაუწესებენ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ბელარუსში ძალის გამოყენების თაობაზე ბრძანება გასცა. ისინი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ სცნობენ.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს. საუბარია  ბელარუსის მთავრობის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეები ბელარუსში მშვიდობიანი აქციების დაგეგმვაში მონაწილეობენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მთავრობის ამ განცხადებით აღშფოთებულია და მსგავს სცენარს უარყოფს.

"უკრაინა შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსის მთავრობის განცხადების გამო, რომ უკრაინის მოქალაქეები ბელარუსში მშვიდობიანი აქციების დაგეგმვაში მონაწილეობენ. ჩვენ აღშფოთებულები ვართ, რომ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინელებს ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. ამის მტკიცებულებები არ არსებობს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები