25 სექტემბერი 2020,   18:05
ვრცლად
თუ ადამიანი უკვე მიწაზე წევს აღარ სცემოთ, ანუ მუხრუჭია საჭირო - ალექსანდრ ლუკაშენკო

ანტი-სამთავრობო გამოსვლების მე-7 დღემ ბელარუსის ქუჩებში წინა დღეებისგან განსხვავებით მშვიდობიანად ჩაიარა. დემონსტრანტებმა მინსკის ქუჩებში კიდევ ერთხელ მოუწოდეს ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობის დატოვებისკენ.

ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა შეკრიბა. ლუკაშენკო სიტუაციის დალაგების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, გაიგეთ, რომ თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ. დღეს უნდა ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, ღია რუსეთიდან, ნავალნისგან და ა.შ. უკვე დაიწყო აგრესია ქვეყნის წინააღმდეგ, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ.

უნდა გავჩერდეთ, თავი ხელში ავიყვანოთ და დავწყნარდეთ. უნდა მოგვცეთ საშუალება, ქვეყანაში სიტუაცია დავალაგოთ, უნდა გავუმკლავდეთ მათ. დღეს პრეტენზიებს ვერავის წავუყენებ, ერთადერთი ვთხოვ მინისტრს და სხვებს, ჩვენ მაინც სლავები ვართ, თუ ადამიანი უკვე მიწაზე წევს აღარ სცემოთ, ანუ მუხრუჭია საჭირო," - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. 

დღის ამბები