25 სექტემბერი 2020,   18:32
ვრცლად
ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოში კიდევ ერთი აქცია გაიმართა

ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციები იმართება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც. ლუკაშენკოს ავტორიტარული მმართველობის დასაგმობად თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

რუსთაველის გამზირზე მისულები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ჩვენ, როგორც საზოგადოებას არ გვაქვს უფლება ბელარუსელ ხალხს გვერდით არ დავუდგეთ,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

ადგილზე იმყოფებოდა ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი ლაშა ტუღუში, რომელიც აღნიშნავს, რომ ბელარუსიელ ხალხს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო ააშენონ. 

"ახლა, ბელარუს ხალხს ძალიან დიდი სანსი აქვს, შეცვალოს ქვეყანაში ჩამოყალიბებული ვითარება. მათ კი ყველაფერი აქვთ ამისათვის. სწორედ ამიტომ, გარდატეხა უნდა შეიტანონ და ააშენონ ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო,"- აღნიშნავს ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი ლაშა ტუღუში.

სოლიდარობის აქციები მინსკში 9 აგვისტოდან იმართება.

დღის ამბები