30 სექტემბერი 2020,   08:58
ვრცლად
პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გურჯაანის-საგარეჯოს-სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო 

პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გურჯაანის-საგარეჯოს-სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო. დავით სონღულაშვილის კანდიდატურა მოსახლეობას დღეს პრემიერ მინისტრმა, პარტიის გენერალურმა და პოლიტიკურმა მდივანმა წარუდგინეს. დავით სონღულაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო, ისაუბრა არსებულ პრობლემებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე. 

დაგეგმილ პროექტებზე და არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება საგარეჯოელ ამომრჩეველთან პრემიერ მინისტრმაც. გიორგი გახარიამ კახელებს პირობა მისცა, რომ მთავრობა არ დაუშვებს მოსავალი დაუბინავებელი დარჩეს და ამაში გლეხებს ხელისუფლება დაეხმარება.

დავით სონღულაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან "ქართული ოცნების" ლიდერები. მმართველი გუნდი მაჟორიტარების წარდგენას კახეთის შემდეგ უკვე ქვემო ქართლში გეგმავს.

დღის ამბები